~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
* * *
სხივი ეცემა სარკმელს,
ოთახის სარკმელს...
ცივა ოთახში, ოთახში ყინავს...
მოყინულ სარკმელს სხივი ითვისებს
და სითბოს აძლევს,
ცრემლებად აქცევს...
იგივე სხივი ჩაფიქრებული
ნაზად მიცურავს ნივთიდან ნივთზე,
თრთოლვით ეხება,
კრძალვით ანათებს
სადღაც კუთხეში მძინარე სანთლებს.
იქვე სანთლებთან მდგარი საათი მძაფრად წიკწიკებს...
წიკ... წიკ... წიკ...
თითქოს ფიქრებში მძინარეს აღვიძებს
იქვე მიძინებულს, ცივი ოთახის ლამაზ დიასახლისს.
ნელ-ნელა აღებს სუსხიან სარკმელს და
სხივს უშტერებს ფიქრიან თვალებს,
ქათქათა ცივ ხელს ცრემლებით ავსებს
ნეტავი რისთვის?
სიყვარულისთვის?
ოცნებებისთვის?
სურვილებისთვის?
და უცებ ხვდება... ის მოლოდინი
რომ ისევ ისე უწეწავს ნერვებს!
* * *
წვიმს... ზეცა ცრის...
მზე სულ მაღლაა, ღრუბლებზე ზის.
წვიმს...
მიწას ეცემა წვეთები წყლის...
შხაპუნობს, დის, წუთში წამს თვლის...
წვიმს...
წვიმს...
წვიმს...
გარეთ მორბენალ ლამაზ გოგონას
წვიმის წვეთები ცრემლებად სდის...
წვიმს...
აცივდა...
გოგონას შესცივდა,
გუბე-გუბე მიატლაპუნებს!
წვიმს...
მიუყვება ბილიკებს.
სხლტის...
დაებერტყება უეცრად ძირს...
თვალს მიმოავლებს მალულად ის
და წამოხტება,
კვლავ გაუყვება ბილიკებს გზის...
წვიმს...
თუ ცრის?!
ცრის.
წვიმის წვეთები ცრემლებად სდის...
ზეცას ახედავს და ღრუბლებს თვლის.
ბრუნდება სახლში, უჩუმრად ზის...
ახლა ეს წვიმა მას სევდას გვრის,
წარსულის სევდას, ჩამქრალი მზის...
წვიმს...
სარკმელს გახედავს,ზეცა კვლავ ცრის...
ის სითბოს ელის კაშკაშა მზის...
წვიმს...
წვიმს...
წვიმს... თუ ცრის?
ეჰ, რა მნიშვნელობა აქვს,
განა ეს რამეს ცვლიის?
* * *
სული მიბორგავს,
გული სულის სარკმელს დაჰღადის,
ვიცი მიყვარხარ, მაგრამ გრძნობას დარდი არ გასდის.
შემაყვარე და დამანახე
ცხოვრება ჩვენი,
ჩამინერგე და აღმიშფოთე
ეს სული ჩემი,
მაგრძნობინე და მასმენინე
ლექსები ნაზი
და ახლა გინდა რომ შეგეშვა?
უკვე გავბრაზდი!
* * *
უკან წარსულში მაბრუნებს ფიქრი,
მასზე ოცნება შორს სადღაც მიქრის...
მოგონებები მრავალ წელს ითვლის
და სიყვარული ცრემლებად ითქმის.
უკან წარსულში მაბრუნებს ფიქრი,
ნაზი სიტყვები ნაზი ხმით ისმის...
უკან წარსულში მაბრუნებს ფიქრი,
ოხ... ნეტავ ვიყო ფიქრები ფიქრის!
* * *
ჩემი ოცნება დაღლილია და არეული,
ჩემი ფიქრები შენით არის გადარეული.
ეს ჩემი თავი შენთვისაა გადადებული...
ჩემი საათი წიკწიკებს, ითვლის წამებს ეული.
გული ოხერი შენთვის ფეთქავს ნაცრად ქცეული,
მარტო შენ გელის ეს გონება ჩაფიქრებული!
შენთვის მოძრაობს ეს მდინარე გაწითლებული,
ელის შენს ბაგეს ეს ტუჩები ათრთოლებული...
მხოლოდ შენ გელის ჩუმი სხეული და გული ფეთქავს,
ოცნებობს დარდობს ეს გონება, სული კი მგესლავს,
ეჭვები მღრნიან, ელოდვიან თვალების ციმციმს...
ვდგევარ ზღვის პირას და შევყურებ ლანდების სიცილს...
ზღვამ მე წამართვა ცხოვრება წრფელი,
ჩემი ფიქრები დარჩა ოცნებად.
ისევ მიდიხარ, ისევ მშორდები,
შენზე დარდები მაწევს ლოდებად.
ვეღარ ავიტან უაზრო ლოდინს
და ვერც ტალღების, ზვირთების ცქერას.
შენ დაბრუნდები ჩემს განთიადში
და გული მიგრძნობს მომაპყრობ მზერას.
* * *
ფიფქი ცვიოდა, ათოვდა ჩემს სხვენს,
სხივმა დაშალა თოვლი მბრწყინავი.
ფიქრი ყვაოდა, ათბობდა ჩემს გულს,
დარდმა ჩააქრო, დაჰკრა ნიავი...
უკიდეგანო ზღვაზე აღარ ჩანს
ადრე ლამაზად მცურავი ნავი.
ჩემს ჰორიზონტზეც გადაკარგულა
ლამაზი გოგო ზღვა და ნიავი.
* * *
გრგვინავს სამყარო, ფიქრები ფრენენ და გული ფეთქავს.
წუთი წუთს მისდევს, წამი წამს და ოცნება მიაქვს...
შენი ტრფიალი მე გულს მირევს, აზრებს მიფანტავს!
დარდი, ტკივილი ქვესკნელს მიაქვს, ღმერთი მიფარავს.
მოგონებები წყვდიადის, მთვარის აღთქმას მიაგავს.
აღარ იქნება მჯერა ასე, მტანჯავს იარა...
მე მივაბარებ დაღლილ წარსულს დამწვარ ნიადაგს,
თან გავუყვები ნათელ შუქს და დავყრი იარაღს.
დავიჩოქები სანთლის შუქზე, მოვცრემლ იატაკს
და მოვიშუშებ დაბუგული სულის იარას...
* * *
ცივა ცივა და თოვლის ფანტელი მიწას ეცემა, იწვის სანთელი...
სხივი ანათებს მოყინულ თვალებს, მწუხრია გარეთ დნება ფანტელი....
ცივა ცივა და შენ ხომ არ გცივა, მე მაკანკალებს, ბოლავს სარკმელი...
ეკლესიაში ცოდვებს ვინანებ, შენ კი შორს ხარ და აღარც კი მელი...
უკვე მოთოვა დიდი ხანია და მე ვყმუივარ ვითარცა მგელი...
მარტო დარჩენილ ცხოვრებას ვგლოვობ და მახსენდება ბუტბუტა მღვდელი...
სუსხია გარეთ, შენ ხომ არ გცივა? მე მაკანკალებს! ტირის სარკმელი....
ცივა ცივა და თოვლის ფანტელი ცხოვრებას ათოვს, ქვრება სანთელი...
* * *
სწავლა სწავლა და ბოლოს სიკვდილი,
ტირილი, მწუხრი, იქნებ ღიმილი...
მოდიოდა ქუჩაში ბარბაცით,
საკუთარ თავთან წრფელი რატრატით...
ჭახ... ჭახ... ჭახ...
შეჩერდა...
ფთუი...
წავიდა...
ჭახ... ჭახ... ჭახ...
ოცნება გარდასული დროებას,
ფიქრები გაცდენილი ცხოვრებას,
დარდები ჩარჩენილი გონებას,
რეფლექსი დაყოლილი გოდებას...
მიდის...
ჭახ... ჭახ... ჭახ... ჭახ...
იხსენებს ცხოვრებას...
ჭა ჭახ... ჭა ჭახ...
ფიქრობს...
ჭახ...
ჭახ...
ჭახ...
ჭახ...
დარდობს..
ჭახ...
ჯა ჯახ.....
ოცნებობს..............
მერე რეფლექსი...
ჭახ... ჭახ... ჭახ...
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~








I took this new free iQ quiz my friend showed me. you should check it out. just CLICK HERE TO TAKE THE FREE IQ TEST
--
Swimming in the sky
--
Swimming in the sky
--
Swimming in the sky
Previous Page12345...Next Page